ვუმზერ ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს
და მზემ მარაო გაშალა თითქოს,
ამღერებულა კუშტი კოშკები,
ბანს ეუბნება ძირძვეკი ღილღოც.
გული მომპარა ქისტის ასულმა,
სულიც იმისკენ გაფრენას ითხოვს,
ვერ შემაჩერებს კლდე და ჭიუხი,
ამაღამ უნდა დავეცე მითხოს!
მოგხურავ ნაბადს, გათენებამდე
უკვალავ თოვლზე ცხენს გავახელებ,
გზით გათანგული მკლავზე დამენდე
და მე გაგითბობ გათოშილ ხელებს!
თუკი მდევარი წამომეწევა,
დაე, აღსრულდეს ნება ლაშარის,
გახსოვდეს მარად, მიყვარდი, ჩემო,
არასდროს ვიყავ ცრუ და ლაჩარი!
თვალში ბურუსი როს ჩამიდგება,
სულს მივაბარებ ძეს ღვთისას,ქრისტეს,
სხეულს სამშობლო იტირებს ჩემი,
გული კი კვლავაც იფეთქებს ქისტეთს
ვუმზერ ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს
და მზემ მარაო გაშალა თითქოს,
ამღერებულა კუშტი კოშკები,
ბანს ეუბნება ძირძვეკი ღილღოც.
გული მომპარა ქისტის ასულმა,
სულიც იმისკენ გაფრენას ითხოვს,
ვერ შემაჩერებს კლდე და ჭიუხი,
ამაღამ უნდა დავეცე მითხოს!
მოგხურავ ნაბადს, გათენებამდე
უკვალავ თოვლზე ცხენს გავახელებ,
გზით გათანგული მკლავზე დამენდე
და მე გაგითბობ გათოშილ ხელებს!
თუკი მდევარი წამომეწევა,
დაე, აღსრულდეს ნება ლაშარის,
გახსოვდეს მარად, მიყვარდი, ჩემო,
არასდროს ვიყავ ცრუ და ლაჩარი!
თვალში ბურუსი როს ჩამიდგება,
სულს მივაბარებ ძეს ღვთისას, ქრისტეს,
სხეულს სამშობლო იტირებს ჩემი,
გული კი კვლავაც იფეთქებს ქისტეთს